FAQ - კარშერინგი Getmancar-გან

რა არის Getmancar?

კარშერინგი - ძალიან მარტივი და იოლი მანქანის ქირაობა. ოფისების, მენეჯერების, ავტომობილის მიღება/ჩაბარების აქტების, კასაში გადახდის, უზარმაზარი დეპოზიტების, მანქანის ოფისში დაბრუნების, სამუშაო საათების და სხვა თავის ტკივილების გარეშე. ეს მანქანის ქირაობაა აპლიკაციით. გააღეთ, დაკეტეთ მანქანა Getmancar-ის აპლიკაციით. ფასებში შედის ქალაქში პარკირება, საწვავი, დაზღვევა, სეზონის საბურავები და სხვა მრავალი.

კარშერინგი - ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა. იმის წყალობით, რომ მანქანის ქირაობა ასეთი მარტივი და სწრაფი გახდა, მან დაიწყო ტაქსისთან კონკურენცია, განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში. ჩვენი მგზავრობები, როგორც წესი, ტაქსზე 20-30%-ით იაფია. რა თქმა უნდა, აუცილებელია ტარიფებით სარგებლობა და შესაფერისის არჩევა.

ყველა ირჩევს, რაც მისთვის ხელსაყრელია. ეს კომფორტული და მარტივია. უფრო მარტივი ვიდრე ნებისმიერ ადგილას მანქანის ქირაობა.

ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ, თუ:

  • გჭირდებათ ავტომობილი ა წერტილიდან ბ-ში
  • საქმეებზე სარბენად
  • საჭიროა მეორე მანქანა ოჯახში არა მუდმივად, არამედ პერიოდულად
  • გაფუჭდა პირადი ავტომობილი
  • ელოდები ავტომობილს, რომელიც აშშ-ში ან ავტოსალონში შეუკვეთე
  • აღარ გჭირდება ავტომობილი.მისი შენახვა და ფასის კლება უფრო ძვირია, ვიდრე კარშერინგით სარგებლობა.

კი, რა თქმა უნდა. არირჩიე ავტომობილი, თუ შენს რაიონში არის მოგზაურობის „დამთავრების“ ზონა, შენ იქ შეძლებ ქირის დასრულებას.

დამთავრებისზონა Getmancar-ის აპლიკაციაში

რა თქმა უნდა! გადმოწერე აპლიკაცია, ჩანს ავტომობილი, რუკა ზონებით, შეგიძლია წაიკითხო ხელშეკრულება, წესები და FAQ. თუ გსურს სერვისით სარგებლობა, სხვა ფუნქციების გამოყენება, აუცილებელია რეგისტრაცია.

აპლიკაციის დათვალიერება რეგისტრაციის გარეშე

დაიწყეთ Getmancar-ის გამოყენება

ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი და აქვს მართვის მოწმობა კატეგორიით "B". სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელებს და პურებს მოქალაქეობის გარეშე.

გადმოწერე აპლიკაცია Getmancar AppStore, GooglePlay ან Huawei AppGallery, გაიარე რეგისტრაცია აპლიკაციაში ან საიტზე.

აპლიკაციაში გადაიღე პასპორტის და მართვის მოწმობის მოთხოვნილი გვერდების ფოტოსურათები. მოთხოვნილი:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) წინა მხარე. უცხოელებისთვის - პასპორტის პირველი გვერდის, რომლითაც ქვეყანაში შემოხვედით, ან, თუ იყო გაცემული, მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ფოტოსურათი.
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უკანა მხარე. უცხოელებისთვის - ვიზის ან სასაზღვრო სამსახურის ბეჭდის სურათი შესვლის თარიღით, ან, თუ იყო მიღებული, მისამართი მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობაში.
  3. მართვის მოწმობის წინა მხარე.
  4. მართვის მოწმობის უკანა მხარე.
  5. თქვენი სელფი მართვის მოწმობასთან ერთად.

შეგიძლია დაიწყო რეგისტრაცია, საბუთების ფოტოები მოგვიანებით დაამატო, რომლებიც რეგისტრაციისთვის აუცილებელია. ყველა საბუთის დამატებამდე, მანქანით სარგებლობა შეუძლებელია.

დარეგისტრირდი? აპლიკაციაში დაამატე საბანკო ბარათი მომსახურების გადასახდელად.

მოდერატორები რაც შეიძლება სწრაფად მოგცემენ წვდომას სერვისზე. შემოწმების მაქსიმალური ვადა, საბუთების დამატებიდან, 24 საათია.

თუ რაღაც აკლია, ან საბუთები ვერ წავიკითხეთ, გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია, გამოგიგზავნით წერილს Getmancar-ში მითითბულ ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვ, დაგვეხმარე რაც შეიძლება სწრაფად დავადასტუროთ შენი აქაუნთი, გვიპასუხე წერილზე ან შეასრულე აპლიკაციაში მოთხოვნილი ქმედებები (შეცვალე ფოტო, სხვა დაამატე)).

როგორც კი დასრულდება მოდერაცია, გამოვაგზავნით წერილს ელექტრონულ ფოსტაზე და მოგივა Push შეტყობინება Getmancar-ის აპლიკაციაში.

თუ Getmancar-ის სერვისში ბარათის დამატებისას შეგხვდათ შეცდომა, რომ ბარათი არ ემატება, მაგრამ 1 (ერთი) GEL. ანგარიშიდან გაიყინა, დაუკავშირდი შენს ბანკს, დიდი ალბათობით:

  • ბარათზე დაბლოკილია ინტერნეტში ოპერაციები
  • ბარათზე დაყენებულია ან ჩართულია დაბალი ლიმიტი ინტერნეტში გადახდაზე
  • ბარათი დაბლოკილია პირდაპირი გადახდებისთვის
  • ბარათის დაბალი სტატუსი (Visa Electron, Maestro).

ფასი, როგორ ვისარგებლო?

ფასში, რომელსაც იხდით, შედის:

  • მანქანით სარგებლობა
  • დაზღვევა (ფრანშიზით, თანხა, რომელსაც დაზღვევა არ ანაზღაურებს).
  • საწვავი მანქანით სარგებლობის სრულ პერიოდზე
  • მანქანის რეცხვა
  • მუნიციპალური პარკინგი ქალაქში - ჩვენ უკვე გადავიხადეთ ქალაქის პარკირება. გამონაკლისი იქნება კერძო და დაფარული ავტოსადგომები და პარკინგი ბარიერის მიღმა.
  • სეზონის საბურავი მანქანაზე
  • დახმარება
  • გადასახადები და მოსაკრებელი

წარდმოდგენილი გვაქვს წუთობრივი, საათობრივი და დღიური ტარიფები.

ტარიფირება ხდება წამიერად. დამატებითი გადასახადი 1 ლარის ოდენობით იხდევინება ყოველი დაქირავებისას.

წუთობრივი ტარიფი ანგარიშდება მოგზაურობისას გამოყენებული წუთების რაოდენობით, ასევე გავლილი კილომეტრებით.

მაგალითად: თუ თქვენ აირჩიეთ ტარიფი “წუთი + 0,67 ლარი/კმ”, სადაც წუთი ღირს 0,18 ლარი, მაგალითად, Hyundai Elantra-ზე გაიარეთ მანძილი 5 კმ 20 წუთში, მაშინ მოგიწევთ გადაიხადოთ 3 ლარი 60 თეთრი (20 წუთის განმავლობაში). + 3 ლარი 35 თეთრი (5 კმ-ზე) + 1 ლარი მგზავრობის დაწყებამდე = 7 ლარი 95 თეთრი მგზავრობისთვის.

საათობრივ და დღიურ ტარიფებს აქვს გარკვეული რაოდენობის უფასო კილომეტრაჟი.

საათობრივ ტარიფში გათვალისწინებულია 10 კმ. დროის ან კილომეტრაჟის გადაჭარბებისას დრო დაიანგარიშება ტარიფით (ტარიფის დასრულებისას) - წუთობრივად, გარბენის (კმ-ს ამოწურვისას, რაც ტარიფში შედის) - საფასური 5 UAH/კმ ან 7 UAH/კმ მანქანის კლასის მიხედვით.

ყველა ტარიფი მითითებულია ტარიფის ბარათზე დაჯავშნისას.

დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ტარიფის ბარათზე ღილაკზე დაჭერით «ინფო»

ყველა ტარიფის ნახვა შესაძლებელიააქ.

მიამაგრე საგადასახადო ბარათი აპლიკაციაში Getmancar-ის მომსახურების გადასახდელად. ბარათის დასამოწმებლად ჩამოვწერთ 1 (ერთ) ლარს, რომელიც დაგიბრუნდებათ უახლოეს მომავალში, გადახდის სისტემის წესების მიხედვით.

გადახდა ავტომობილით სარგებლობისთვის ხორციელდება შენს მიერ დამატებული ბარათით, შენი აქაუნთის ანგარიშიდან და ნაწილობრივ საბონუსე ანგარიშიდან. მოგზაურობის დაწყებამდე იყინება დეპოზიტი 10-დან 300-მდე GEL, არჩეული ტარიფის მიხედვით.

გადახდა მგზავრობის დასრულებისას ან ნაწილობრივი ჩამოჭრით მოგზაურობის დროს.

ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, სერვისით სარგებლობის წესების სისტემატიური დარღვევისას, სიჩქარის გადაჭარბებისას, დაბალი რეიტინგისას, შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური დეპოზიტი. 10 წარმატებული მოგზაურობა შესაძლებლობას გვაძლევს დავაკლოთ დებოზიტის ოდენობა, მგზავრობების ანალიზის მიხედვით.

სერვისის ყველა ავტომობილში საწვავით ჩვენი თანამშრომლები ამარაგებენ.

თუ ხედავთ ავტომობილის საწვავის კრიტიკული დონით (20% ნაკლები), შეგიძლია დაგვეხმარო მის შევსებაში და მიიღო ბონუსები დახმარებისთვის, ან წაიყვანეთ სხვა მანქანა.

თუ მგზავრობისას საწვავის დონე 20% ნაკლებია, სერვისის წესების მიხედვით ავზი აუცილებლად უნდა შეავსოთ ერთ-ერთ შემოთავაზებულ პარტნიორ ბენზინ გასამართ სადგურზე. თქვენ ხომ არ გსურთ შემდეგი მომხმარებლის წყენინება?

უახლოესი პარტნიორი ბენზინ გასამართ სადგურის მოძებნა შესაძლოა რუკაზე, შესაბამისი ფუნქციის არჩევით.

ხელთათმანების ყუთში დევს საწვავის ბარათი, არ დაგჭირდებათ თქვენი სახსრების დახარჯვა, მის გასააქტიურებლად – დაუკავშირდით ოპერატორს. გვესმის, რომ შევსებას გარკვეული დრო ჭირდება, ამიტომ თქვენი მზრუნველობისთვის 5 ბონუსს დავრიცხავთ.

თუ ახლოს არ მდებარეობს პარტნიორი ბენზინ გასამართი სადგურები, მანქანაში არ არის საწვავის ბარათი და საწვავის ოდენობა კრიტიკულია (10% ნაკლები), დაუკავშირდით ოპერატორს საკუთარი სახსრებით საწვავის ჩასხმის რეკომენდაციების მისაღებად.

ამ შემთხვევაში საწვავის თანხა კომპენსირებული იქნება თქვენს ბალანსზე + 5 ლარი თქვენს საბონუსე ანგარიშზე.

მანქანის გამოყენება შესაძლებელია 'სარგებლობის ზონაში'- რუკაზე მყარ ზონაში. აკრძალულია „სარგებლობის ზონიდან“ გასვლა. თუ ეს ნამდვილად გჭირდებათ, დაუკავშირდით ოპერატორს მოგზაურობის დაწყებამდე, ისინი გეტყვიან, როგორ მოაგვაროთ თქვენი საკითხი.

მოგზაურობის დასრულება შეგიძლიათ მხოლოდ „დასრულების ზონებში“ (უფრო ბნელი ზონები რუკაზე კუნძულების სახით). სავალდებულოა მგზავრობის დასრულება საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, რათა მანქანა პოლიციამ ან პარკინგის ინსპექციამ არ წაიყვანოს.

შეგიძლიათ დატოვოთ ავტომობილი დასრულების ზონის გარეთ მხოლოდ „ლოდინის“, „გადაცემის“ რეჟიმების გამოყენებით.

გამოიყენეთ მობილური აპლიკაცია მანქანის გასახსნელად. ყურადღება! შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი მანქანის გახსნა.

ყველა გასაღები ჩაშენებულია დასაქოქ კლიტეში ან მანქანა მუშაობს გასაღების (ღილაკის) გარეშე. არ შეეცადოთ გასაღების ამოღება, ის ჩაშენებულია კლიტეში, მისი ამოღება შესაძლებელია კლიტის გატეხვით.

დოკუმენტები: რეგისტრაციის მოწმობას, საწვავის ბარათს, ნახავთ მანქანის ხელთათმანების ყუთში.

დატოვე მანქანა ნებისმიერ 'დასრულების ზონაში'(რუკაზე მუქი კუნძულები). ასე დაასრულეთ დაქირა:

  • გააჩერეთ მანქანა საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით
  • გადაიტანეთ ავტომატური გადაცემის ბერკეტი „P“ პოზიციაზე ან დატოვეთ მანქანა სიჩქარეში, თუ ის არის მექანიკური
  • გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი
  • ჩააქრეთ შუქები, აუწიეთ ფანჯრებს და ჩააქრეთ ძრავი
  • დატოვეთ მანქანა
  • დააჭირე აპში დასრულების ღილაკს
  • გადაიღეთ მანქანის რამდენიმე ფოტო მისი მდგომარეობის დასაფიქსირებლად, იქნებ შენს მერე დააზიანონ.


    აკრძალულია გააჩეროთ და დაასრულოთ მოგზაურობა ისეთ ადგილებში:

    • ცუდი GPS მიღებაა
    • ფასიანი ავტოსადგომები
    • დახურული ავტოსადგომები, ეზოები, საწყობები, ოფისები, სადაც არ არის თავისუფალი წვდომა
    • საგზაო წესების დარღვევით, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირების ადგილზე, ელექტრომანქანების ადგილზე, ტაქსების ადგილზე
    • იქ სადაც ავტომობილი ხელს უშლის ქვეითებს, სადარბაზოს, ქმნის დაბრკოლებას

როგორ ავირჩიო ტარიფი?

შენ ირჩევ ტარიფს ავტომობილის დაჯაშვნამდე. გაუსვი ეკრანზე მარცხნივ აპლიკაციაში, გაჩვენებს გვერდს ტარიფებით.

ბარათზე წაიკითხე იმფორმაცია ტარიფებზე. ცოტა იმფორმაციაა, დააჭირე ღილაკს«ინფო» და წაიკითხე მეტი.

ტარიფებზე მეტი იმფორმაცია შეგიძლია წაიკითხო ცალკე სტატიაში, ტარიფების ნახვა შეიძლება აპლიკაციაში ან საიტზე.

ტარიფების არჩევა არის დამოკიდებული როგორი მომსახურება გნებავთ, ხანგრძლივობაზე, საგზაო მოძრაობის ინტენსიურობაზე.

თუ დაგეგმილია მოკლე მგზავრობა, გზებზე საცობებია, ან შენ გიწევს ლოდინი გარკვეულ დროს - საუკეთესო იქნება წუთობრივი ტარიფი.

თუ გჭირდება 2-5 მისამართზე მისვლა, შენ იცი, რამდენი დრო დასჭირდება მგზავრობას, და მანძილი მცირეა - აბონიმენტი შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.

თუ სარგებლობ აპლიკაციით პირველად, ისარგებლე საათობრივი ტარიფით. ეს საშუალებას მოგცემს არ იჩქარო და სწორად გამოთვალო მგზავრობის დრო, რომ არ გადაიხადო დამატებითი თანხები.

აბონიმენტი გარკვეულ დროს მოქმედებს, აბონიმენტში განსაზღვრული დროის ან გარბენის გადაჭარბება დამატებით იანგარიშება.

მაგალითი:

  • საათობრივი აბონემენტი - მანქანით სარგებლობის 60 წუთი, 10 კმ გარბენი უფასოა, გადახდა კი 16 ლარი. დროის ად გარბენის გადაჭარბება ცალკე ანაზღაურდება. აბონიმენტის ამოწურვის შემდეგ მოგზაურობას იხდით მოქმედი წუთობრივი ტარიფით. გადარბენი იანგარიშება 0,67 GEL/კმ.
  • დღიური აბონიმენტი - იხდით დაქირავების 24 საათს. დროის გადაჭარბაბება - იანგარიშება წუთობრივად, გადარბენი იანგარიშება 0,67 ლარი/კმ ავტომობილის «კომფორტის» კლასისთვის.

წუთობრივ აბონიმენტში იხდით სარგებლობის ხამგრძლივობას და ყოველ გავლილ კმ-ს. ნაგალითი:

«წუთი + 0.67 GEL/კმ» - ერთი წუთის საფასური 0.18 GEL, მანქანის მოდელის მიხედვით. დამატებით იხდი 0.67 GEL ყოველ გავლილ კილომეტრზე.

*მაგალითი მოყვანილია ერთ-ერთი ქალაქის მიხედვით, სადაც გთავაზობთ ჩვენს სერვისს. აკტუალური ტარიფის სანახავად ნახეთ აპლიკაციაში ან ტარიფები საიტზე

აბონიმენტის ამოწურვისას მომხმარებელი ავტომატურად გადადის ავტომობილის მოქმედ წუთობრივ ტარიფზე.

აბონიმენტის დასრულებამდე, აპლიკაციაში გაჩნდება push-შეტყობინება აბონიმენტის დასრულების შესახებ.

იმისათვის რომ კვლავ შეიძინოთ აბონიმენტი, დააჭირეთ „ტარიფის შეცვლას“, შემდეგ „აბონიმენტის გაგრძელებას“ აბონიმენტის მოქმედების დროს ან „ტარიფის შეცვლა“ თუ ჩართულია წუთობრივი ტარიფი.

მოგზაურობა

მანქანასთან წვდომისას, თქვენს ბარათზე გაიყინება დეპოზიტის და აბონიმენტის თანხა, თუ კარშერინგისთვის აირჩიეთ აბონიმენტი. თუ ბარათზე ფულის გაყინვა ვერ მოხერხდა, მანქანა არ გაიღება.

შეამოწმე: ინტერნეტ ლიმიტი, ინტერნეტ ოპერაციებზე ნებადართულობა.

არ გამოსწორდა? დაურეკე ოპერატორს.

დარეკე ჩვენს ოპერატორთან ნებისმიერი სხვა ტელეფონიდან, უპასუხე შეკითხვებს შენი პიროვნების დასადასტურებლად, ჩვენი ოპერატორი დაგეხმარება მანქანის დაკეტვაში და მგზავრობის დასრულებაში.

თუ დაასრულე მგზავრობა, მანქანა ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის. გსურს კიდევ იმგზავრო? დააჭირე დაჯავშნას ან/და მგზავრობის დაწყებას.

თუ იმგზავრე და ზუსტად იცი მანქანა კიდევ გჭირდება, მეზობლებმა რომ არ წაიყვანონ, ისარგებლე „მოლოდინის“ რეჟიმით, მანქანა მიუწვდომელი იქნება სხვა მომხმარებლისთვის, შენ კი ისარგებლებ მაშინ, როცა დაგჭირდება.

ფუნქცია საშუალებას გვაძლევს მოგზაურობის იქ დამთავრების, სადაც არ არის დასრულების ზონა. გსურს კარშერინგის დასრულება, მაგრამ სადაც იმყოფები არ არის დასრულების ზონა (ჩამუქებული ზონა აპლიკაციაში). ამ შემთხვევაში, შესაძლებელია «გადაცემის» სერვისის გამოყენება.

როგორც კი ამ სერვისს გაააქტიურებ, ავტომობილი დაიკეტება და ხელმისაწვდომი გახდება კარშერინგის ყველა მომხმარებლისთვის (დასრულების მსგავსად). მაგრამ შენ ვერ ისარგებლებ სხვა ავტომობილით, სანამ «გადაცემაში» მყოფი მანქანით სხვა მომხმარებელი არ იქირავებს.

«გადაცემაში» დატოვებულ მანქანაზე გექვითებათ თანხა 0,03 GEL/წუთში (1 GEL 80 თეთრი/საათი) სანამ მანქანას სხვა მომხმარებელი არ დაჯავშნის.

თუ გადაწყვეტ «გადაცემაში» დატოვებული მანქანის წაყვანას, «გადაცემის» პერიოდი გადაიანგარიშება «მოლოდინის» ტარიფით, რასაც აპლიკაცია შეგატყობინებს, თუ დაეთანხმები, ზუსტად ასე იქნება, უარყოფ, მანქანა დარჩება «გადაცემაში».

«გადაცემის» რეჟიმი შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადგილას შეძლო მანქანის დატოვება. თუ ადგილი სადაც მანქანა დატოვე პოპულარულია, მანქანას რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანენ.

აპლიკაციაში «რადარის» ფუნქცია გვეხმარება თავისუფალი მანქანის პოვნაში. მაგალითად, გახსენი აპლიკაცია, ახლოს მანქანა არ მოიძებნა? შეგიძლია გაააქტიურო «რადარი», მიუთითო მოქმედების რადიუსი. როგორც კი გამოჩნდება თავისუფალი მანქანა, მიიღებ push შეტყობინებას. დაჯავშნე ავტომობილი და რაც შეიძლება მალე დაიწყე მგზავრობა, იქნებ მხოლოდ შენ არ იყენებ რადარს?

თუ გსურს მოგზაურობისთვის ავტომობილის აყვანა, დააჭირე დაჯავშნას, წინასწარ ტარიფის არჩევით. ახლა მანქანა არავისთვის არაა მისაწვდომი, მას ვერავინ ვერ დაჯავშნის და დაინახავს აპლიკაციაში, შენ კი 20 უფასო წუთი გაქვს მანქანამდე მისასვლელად. 20 წუთის ამოწურვის შემდეგ, ირთვება გადახდა 0,09 GEL წუთში.

24 საათის განმავლობაში გეძლევა 3 უფასო ჯავშანი, შემდეგი უფასო ჯავშნები ბოლო დაჯავშნიდან 24 საათის შემდეგ.

ჯავშნის გაუქმება - უფასოა.

მანქანის დაჯავშნა Getmancar-ის აპლიკაციაში

ავტომობილის დაზღვევა Getmancar-ის აპლიკაციაში

უფასო ჯავშანი Getmancar-ის აპლიკაციაში

ისარგებლე მარშუტის შეფასების ღილაკით ავტომობილის დაჯავშნამდე. მისი დაჭერით დაინახავ მანძილს და მიახლოებით დროს შენი ადგილმდებარეობიდან მანქანამდე მისასვლელად.

თუ დაჯავშნე ავტომობილი, დააჭირე ღილაკს «ავტომობილამდე მარშუტი», აპლიკაცია შემოგთავაზებს გზას ავტომობილამდე

ნავიგაციის ღილაკი

გზა ავტომობილამდე

გამოიყენე ღილაკი «აციმციმება», მანქანა ფარებს აანთებს ან/და გამოსცემს ხმოვან სიგნალს. მიაქციე ყურადღება, რომ ფუნქცია გარკვეული დაგვიანებით მოქმედებს, ამიტომ მომდევნო აციმციმებას რამოდენიმე წამის შემდეგ შეძლებ.

დაჯავშნე ავტომობილი, მიხვედი მანქანასთან, დააჭირე «გახსნა». შემს საკრედიტო ბარათზე დაბლოკილია დეპოზიტი, ავტომობილი გაიხსნა. ახლა შენ გაქვს 5 უფასო წუთი მანქანის და საბუთბის შესამოწმებლად.

შეაფასე ავტომობილის მდგომარეობა. გადაუღერა რამოდენიმე ფოტოსურათი აპლიკაციაში რეკომენდირებული რაკურსებიდან, თუ რამე გამოქრჩა, ჩვენ აუცილებლად დავინახავთ. ფოტო- შენი მტკიცებულებაა და მიბმულია მიღება-ჩაბარების ელექტრონულ ოქმთან. გადაიღე ფოტო, დავინახავთ როგორი მიიღე მანქანა და როგორ ხედავდი მას.

თუ არ შეგვატყობინებ მანქანის დაზიანებაზე და არ დააფიქსირებ, ჩვენ ვერ გავიგებთ, შენგან არის დაზიანება, სხვა მომხმარებლისგან თუ მესამე პირისგან. გთხოვ, გადაიღე რამოდენიმე ფოტოსურათი!

წელიწადის ცივ პერიოდში,შენ შეგიძლია ისარგებლო ძრავის გათბობის ფუნქციით.

მანქანის დათვალიერების შემდეგ, დააჭირე ღილაკს «გათბობა» და ჩაირთვება დამატებითი დრო მანქანის გასათბობად (დაახლოებით 5 წუთი). დაქოქე ძრავი, გაათბე ავტომობილი. რომ დაამთავრო «გათბობა» დააჭირე ღილაკს «გაგრძელება» და შეგიძლია დაიწყო მოძრაობა. მანქანა დააფიქსირებს მოძრაობას და ავტომატურად გადაირთვება სარგებლობის რეჟიმში.

იმისთვის რომ გათბობის ფუნქციამ იმუშაოს შენ აპლიკაციაში, უნდა გაააქტიურო ფუნქცია «პარამეტრებში».

ჩართე გათბობის ფუნქცია აპლიკაციის პარამეტრებში Getmancar

დაადასტურე გათბობის ფუნქციის ჩართვა

გათბობის ფუნქცია დაქირავების დროს

თუ შენ მიხვედი სუპერმარკეტში ან სხვა ნებისმიერ ადგილას და არ აპირებ მანქანის გაქირავების დამთავრებას, ისარგებლე ფუნქციით «მოლოდინი»,ეს ფუნქცია დაკეტავს მანქანას და გადაგიყვანს შეღავათიან ტარიფში

ფუნქცია «მოლოდინი» გამოიყენება,რომ დაკეტო მანქანა,მაგრამ არ დაასრულოდ დაქირავება. აირჩიე «მოლოდინის» რეჟიმი როდესაც აპირებ საქმეებზე გასვლას მაგრამ მალე უნდა დაბრუნდე მანქანასთან, რომ გააგრძელო მანქანით მგზავრობა. აბონიმენტებშიც ფუნქცია ასევე უფასოა (არ გეჭრებათ ბარათიდან დამატებითი თანხა) აბონიმენტის მოქმედების ვადაში.

მიაქციე ყურადღება მინიშნებას აპლიკაციაში. ყველაზე ხშირად ეს ხდება,თუ შენ:

  • არ ჩააქრე ფარების და სალონის შუქი
  • არ დააყენე მანქანა ხელის მუხრუჭზე
  • თუ მანქანის სიჩქარეების კოლოფი არ გადაიტანე პარკინგში «Р»
  • არ ჩააქრე მანქანის ძრავი
  • არ დეკეტე კარები, საბარგული, კაპოტი
  • დააყენე მანქანა ადგილზე სადაც არ იჭერს GPS ან GSM სიგნალი. გადააყენე მანქანა სხვა ადგილას და ხელახლა სცადე.

თუ ამის შემდეგ კიდევ გაურკვევლობაა, დარეკე ოპერატორთან, ჩვენ დაგეხმარებით.

როგორ გადავიხადო?

მანქანით სარგებლობისათვის თანხა გექვითებათ მგზავრობაზე. გადახდა ხორციელდება: ბარათზე დეპოზიტის გაყინვით და გადასახდელი თანხის დაქვითვით დეპოზიტისგან ცალკე ან გადასახდელი თანხის ლიმიტამდე მიღწევით (დგინდება პროგრამულად) მგზავრობის დასასრულისას ან ნაწილობრივ მგზავრობის დროს.

ეს პატარა თანხაა, რომელიც მგზავრობის დაწყებამდე იყინება.

ეს მცირე პრემიაა, რომელიც გერიცხება ჩვენს სისტემაში სხვადასხვა კარგი საქმეებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ბონუსი გამოიყენოთ თქვენი მგზავრობის ღირებულების თანხის 30% მდე დასაფარად. 1 ბონუსი = 1 GEL.

ბონუსები ირიცხება რეგისტრაციით, მეგობრების სერვისში მოწვევით, სხვა კეთილი საქმეებით.

თუ მოგზაურობის პერიოდში, სისტემამ გამოგიგზავნათ მოთხოვნა, მგზავრობის საფასურის ნაწილობრივ გადახდის შესახებ (როგორც წესი თუ მოგზაურობა ხანგრძლივია ან დიდი გარბენით) და თუ მითითებული თანხის ჩამოჭრა ვერ მოხერხდა ბარათიდან, შენ ვერ შეძლებ მანქანის გახსნას უარყოფილი ანგარიშით. გთხოვთ, შეავსოთ ანგარიში, დაფარეთ დავალიანება და განაგრძეთ ავტომობილის გამოყენება.

დაზღვევა, დაზიანება, შემთხვევა.

ყველა ავტომობილი დაზღვეულია. პასუხისმგებლობის ლიმიტი შეზღუდულია 1 500 ლარით (თანხა, რომელსაც სადაზღვეო არ ანაზღაურებს), მანქანის სრულად განადგურების შემთხვევაში, თუ ზარალი აღემატება 7000 ლარს, პასუხისმგებლობის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს + 25% ზარალის თანხისგან, რომელიც აღემატება 7 000 ლარს.

მომხმარებლის მატერიალური პასუხისმგებლობა არ არის დამოკიდებული ავტო საგზაო შემთხვევის ან ზიანის მიყენების ბრალდებულებაზე.

დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ტარიფები ნაკლები პასუხისმგებლობით, მონიშნული როგორც 'დამატებითი დაზღვევა' მობილურ აპლიკაციაში.

'შემცირებული პასუხისმგებლობის' გამოსაყენებლად, დაჯავშნის შემდეგ დააჭირეთ დამატებითი დაზღვევის 'ჩართვას'.

გაჩერდით, ჩართეთ ავარიული შუქები და დაუკავშირდით ოპერატორს, მიყევით მის მითითებებს.

ფრანშიზა – მატერიალური ზიანის ოდენობა, რომელიც არ ანაზღაურდება, ეს თანხა ანაზღაურდება მომხმარებლისგან ავტო საგზაო შემთხვევისას.

მაგალითად, ფრანშიზა შეადგენს 1 500 ლარს. 5000 ლარიანი ავტომობილის დაზიანებისას ანაზღაურდება მხოლოდ 3500 ლარი, 1500 ლარი კი მომხმარებელმა უნდა დაფაროს.

თუ შემთხვევამ გამოიწვია 500 ლარიანი ზიანი – მომხმარებლისგან დაკავდება 500 ლარი.

  • არ დატოვოთ შემთხვევის ადგილი, არ გადააადგილოთ მანქანა და საგნები
  • გამოიძახე პოლიცია
  • შეატყობინე სუპორტს მომხდარზე
  • ჩაიწერე და გადაეცი ჩვენს ოპერატორს მეორე ავტომობილის მონაცემები (ნომერი, მარკა, მძღოლის მონაცემები)
  • დაელოდეთ პოლიციის მოსვლას და შეავსეთ საბუთები ინციდენტის შესახებ, ჩაიტარეთ ინტოქსიკაციის ტესტი დრეგერით ან სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციის რეკომენდაციით.
  • გადაეცი საბუთები Getmancar-ის წარმომადგენელს არაუგვიანეს მეორე დღისა ან/და გააგზავნეთ საბუთების ფოტო მესენჯერის საშუალებით.

სუპორტი დაგეხმარებათ მგზავრობის დასრულებაში, დაუკავშირდით სადაზღვეო კომპანიას, გამოგზავნიან ევაკუატორს და პერსონალს შემთხვევის ადგილზე.

თუ თქვენ აღმოაჩენთ დაზიანებას მანქანაზე, რომელიც არ იყო მონიშნული სტიკერით “Oh!”, მაშინ შეატყობინეთ აღნიშნული ოპერატორს და გამოგზავნეთ ფოტო აპლიკაციის საშუალებით, თუ საჭიროა დაუკავშირდი მხარდამჭერ სამსახურს, მიჰყევით ოპერატორის მითითებებს.

გვესმის, რომ ჩვენი მომხმარებლები არ არიან ავტოხელოსნები, ამიტომ მაქსიმალურად გავამარტივეთ ავტომობილის მიღების პროცესი. ყველაფერი რაც კი საჭიროა - ზედაპირულად დათვალიერება და ავტომობილის რამოდენიმე სურათი სხვადასხვა კუთხიდან.

რას დავაკვირდე ავტომობილზე?

ყურადღება მიაქციეთ მთავარს: დაშვებულია თუ არა ბორბალი, აქვს თუ არა სერიოზული დაზიანება, რომელიც ხელს უშლის მანქანის გამოყენებას (გაჭედილი ბორბალი, გატეხილი სარკე, შუშა, მოგლეჯილი კუზაოს ნაწილები).

გადაიღეთ ავტომობილის ფოტო. მიყევით აპლიკაციაში მითითებულ ავტომობილის კუთხეებს. ამ რაკურსების საშუალებით ფოტოზე დღის ნებისმიერ დროს ვხედავთ, როგორი აიყვანეთ და დააბრუნეთ ავტომობილი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ფოტოს გადაღება.

იქირავეთ ავტომობილი, გადაიღეთ ფოტო და არაფერზე არ ინერვიულოთ!

ნებისმიერი დაზიანება 5 სმ-ზე ნაკლები, თუ ეს არ არის მინის ზედაპირი ან ჩაღრმავება, ბზარი, სხვა დაზიანება, სტიკერით არის მონიშნული. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიაკაციის ფუნქციები და გადაიღოთ დაზიანება. ამ მეთოდით ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას თქვენს მიერ აღმოჩენილი დაზიანების შესახებ.

შეატყობინე ოპერატორს მანქანის პრობლემის შესახებ, ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას რაც შეიძლება სწრაფად. შენ შეგიძლია გამოიყენო სხვა ავტომობილი.

თუ ბათუმში ან თბილისში იმყოფებით — დააპარკინგეთ ავტომობილი, პარკირების წესების მიხედვით და დაუკავშირდით ოპერატორს, ჩვენ გადავჭრით საბურავის საკითხს. ისარგებლეთ სხვა ავტომობილით. არ იაროთ დაშვებული საბურავით, ეს საშიშია და შეიძლება ბორბალი გაანადგუროს.

თუ გაცდით ქალაქს, გთხოვთ, გამოიყენეთ სათადარიგო ბორბალი და შეგვატყობინეთ, ბორბალს მოგვიანებით შევაკეთებთ.

დამატებითი კითხვები

საბურავები დაყენებულია სეზონის მიხედვით

ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც არის ელექტრონული. Getmancar-ის აპლიკაციაში და ვებ-გვერძე არის აქტუალური ბმულირათა გაეცნოთ ხელშეკრულებას და მის ყველა ვერსიას.

გაბარიტული ტვირთების და ცხოველების გადაზიდვა აკრძალულია.

თუმცა, ჩვენ გვახარებენ თქვენი პატარა მეგობრები. გვესმის რომ მათთან ერთად გსურთ კატაობა. თუ გარანტიას იძლევით სალონის სისუფთავეზე და დაიცავთ მანქანას ნაკაწრებისგან და ცხოველების კვალისგან, ასეთ მგზავრობებზე არანაირ სანქციებს არ გამოვიყენებთ.

არა, ეს სერიოზული დარღვევაა. აღნიშნული დარღვევისას განისაზღვრება ჯარიმა. მოწევა აკრძალულია, მათ შორის: ელექტრონული სიგარეტის და IQOS. დამატებითი ინფორმაცია ქარშერინგის ავტომობილში მოწევის შესახებ იხილეთ აღნიშნულ სტატიაში.

აირჩიე ენა აპლიკაციის მენიუში, 'პარამეტრების' განყოფილებაში.

პარამეტრების 1პარამეტრების 2პარამეტრების 3

თუ არ მოვიდა SMS-კოდი შესასვლელად, დაუკავშირდით ოპერატორს ან ისარგებლეთ Telegram, viber ან Facebook messenger-ით ავტორიზაციით.

ანგარიშის და მასში არსებული ყველა მონაცემის წასაშლელად, თქვენ უნდა გადახვიდეთ Getmancar-ის მობილურ აპლიკაციაში, გადადით პარამეტრების განყოფილებაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“.

ამის შემდეგ აპლიკაციაში გამოჩნდება შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ ანგარიშის წაშლის აპლიკაცია შეიქმნა და სერვისებზე წვდომა დაიბლოკება.

პერსონალური მონაცემების წაშლის შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, ყველა პერსონალური მონაცემი წაიშლება განაცხადის შეტანის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

ეს პროცედურა ხორციელდება ევროკავშირის პროტოკოლების შესაბამისად. ასევე, მონაცემების წაშლისას მოწმდება ინფორმაცია არსებული ჯარიმებისა და დარღვევების შესახებ. ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა ორგანოებისთვის დოკუმენტების მიწოდების აუცილებლობის შემთხვევაში, ანგარიშის წაშლის ვადა გაგრძელდება.

თუ ჩვენ არ გამოგიგზავნეთ დამატებითი შეტყობინება, თქვენი მონაცემები ავტომატურად წაიშლება 90 დღის შემდეგ.