Getmancar
მანქანის გაზიარება
საქართველოში

ავტომობილის წუთიბრივი ქირაობა
თვენს ტელეფონში

georgia

Getmancar კარშერინგი

რატომ არა სკუტერი, არა ტაქსი, არა დღიური დაქირავება?

მოსახერხებელია
მანქანით დამოუკიდებლად მგზავრობა მოსახერხებელია და შეგიძლიათ მეგობრებიც წაიყვანოთ. წვიმაში და თქეშში თბილად იქნებით, სიცხეში კი გრილად. საბარგულში შეგიძლიათ ჩემოდნები ჩადოთ. და თვითგორიალაში?
მარტივია
მანქანის სრული კონტროლი თქვენი სმარტფონის საშუალებით. არ არის საჭირო მანქანის ოფისში დაბრუნება, საბუთების შევსება და დოკუმენტების ასლი. დარეგისტრირდით აპლიკაციაში და მიიღეთ წვდომა ყველა მანქანაზე!
მომგებიანია
თუ ორ-სამ ადგილას ხართ მისასვლელი, ტაქსი ძვირი დაჯდება, უფრო იაფია მანქანის აყვანა ორიოდე საათით. შეგიძლიათ მარშრუტი ააწყოთ საინტერესო ადგილების გავლით. დღესასწაულებზე და პიკი საათებში ფასი არ იცვლება.
მარტივია
მხოლოდ რამდენიმე დაჭერა და თქვენ გაქვთ მანქანა. პარკირება, დაზღვევა, საწვავი და რეცხვა უკვე შესულია ტარიფში. თქვენ მხოლოდ მგზავრობისგან სიამოვნება გრჩებათ!

კარშერინგი თქვენს ავტომობილსაც კი ჩაანაცვლებს, რადგან მანქანისთვის იხდით მხოლოდ სარგებლობისას, სხვა დროს კი არ ფიქრობთ რემონტებზე და ტრანსპორტის მოვლაზე. თქვენ არ მოგიწევთ საწვავის ჩასხმა და მანქანის რეცხვა, ასევე იფიქროთ სად შეინახოთ. ამ ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ.

როგორ დავიწყო სარგებლობა?

სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი და მიიღებთ წვდომას ათეულობით ახალ მანქანაზე თქვენი კომფორტული მგზავრობისთვის!

გადმოტვირთეთ მობილური აპლიკაცია Getmancar App Store-დან, Google Play-დან ან AppGallery-დან. შეგეძლებათ სრულად მართოთ თქვენი დაქირავება ტელეფონით.

გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია აპლიკაციაში. დაამატეთ აუცილებელი დოკუმენტები, რომ მიიღოთ შესაძლებლობა ისარგებლოთ კარშერინგით. წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ დაელოდეთ ანგარიშის დადასტურებას.

აირჩიე უახლოესი ავტომობილი აპლიკაციაში რუკაზე და დაჯავშნე. სრულ ინფორმაციას, ასევე ტარიფებს ნებისმიერ ავტომობილზე იპოვით საინფორმაციო დაფაზე.

გახსენი ავტომობილი სმარტფონის საშუალებით და გაემგზავრეთ. გასაღები და საბუთები მანქანაშია.

დაასრულეთ ქირა კომფორტულ ზონებში მთლიან ქალაქში. მგზავრობის დასრულების ზონები შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციის რუკაზე.

ავტოგაქირავება საქართველოში Getmancar-ის კარშერინგით.

რით განსხვავდება კარშერინგი ნებისმიერი სხვა ავტოგაქირავებისგან საქართველოში? მანქანის დაქირავება დღეს ხომ პრაკტიკულად ნებისმიერ ქალაქში შეიძლება?



კარშერინგი - მანქანის წუთობრივი დაქირავება ტელეფონის საშუალებით. რას ნიშნავს ეს?



ოდესმე დაგჭირდათ მანქანა არა რამდენიმე დღით, როგორც ამას გაქირავების კომპანიები გვთავაზობენ, არამედ რამდენიმე საათის ან ნახევარი დღის განმავლობაში? გჭირდებათ მუზეუმში ან ღირშესანიშნაობამდე მისვლა, მაგრამ არ გსურთ ჩახუთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა? მაშინ კარშერინგი არის ის, რაც გჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ მანქანა მხოლოდ რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში, რათა იზრუნოთ თქვენს საქმეზე, შემდეგ კი დაასრულოთ დაქირავება, უბრალოდ დატოვოთ მანქანა პარკინგზე ქალაქის ერთ-ერთ მოსახერხებელ ზონაში.



არ არის საჭირო ოფისში მისვლა, იმისათვის რომ აირჩიოთ და იქირაოთ თქვენთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალება, ყველა თავისუფალ მანქანას ეკრანზე აპლიკაციაში ნახავთ, უბრალოდ დარეგისტრირდით და მიიღეთ წვდომე კომპანიის ყველა მანქანაზე



კარშერინგის მანქანა შეიძლება საკუთარ ავტომობილს შევადაროთ, ოღონდ არ მოგიწევთ რემონტზე, სერვისზე, დაზღვევაზე, რეცხვაზე და ფარეხზე ზრუნვა.



სად ავიღო მანქანის გასაღები და საბუთები?

თქვენი ტელეფონი აპლიკაციით თქვენი გასაღებია. მისი საშუალებით შეგიძლიათ გააღოთ მანქანა და სრულად მართოთ დაქირავება. მანქანის საბუთებს და გასაღებს ავტომობილში იპოვით.



ვის შეუძლია კარშერინგით სარგებლობა?

თუ უკვე შეგისრულდათ 21 წელი და ევროპული ტიპის მართვის მოწმობა B კატეგორიით, ხოლო გამოცდილება 2 წელზე მეტია, მაშინ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ Getmancar-ის კარშერინგით.



კარშერინგის ზონები

კარშერინგს თავისი ზონები დაფარვის აქვს, დიდი ზონა რუკაზე, რონელიც მოიცავს ქალაქს (ქალაქებს) და შემოგარენს. ეს ზონაა, რომელშიც სერვისი მოქმედებს, აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ კარშერინგის ავტომობილით: დაიწყოთ და დაასრულოთ მგზავრობა, დააპაუზოთ დაქირავება, დაჯავშნოთ ავტომობილი. ზონის დატოვება აკრძალულია.

ასევე რუკაზე არის უფრო მცირე ზონები (ძირითადად უფრო მუქი ფერის), ეს დაქირავების დასრულების ზონებია. ამ ზონებში შეგიძლიათ დაიწყოთ და დაასრულოთ თქვენი მგზავრობა. ზონები განლაგებულია ყველაზე პოპულარულ ადგილებზე, ამიტომ თქვენთვის მოსახერხებელი იქნება მგზავრობის დასრულება, უბრალოდ იპოვეთ უახლოესი მგზავრობის დასრულების ლოკაცია.

ტარიფები

Ford Focus

Ford Focus მანქანის გაზიარებაში

Ford Focus

Honda Fit მანქანის გაზიარებაში

Honda Fit

Honda Fit (III) მანქანის გაზიარებაში

Honda Fit (III)

Toyota Corolla მანქანის გაზიარებაში

Toyota Corolla

Toyota Sienna მანქანის გაზიარებაში

Toyota Sienna

VW Jetta მანქანის გაზიარებაში

VW Jetta

Volkswagen EOS მანქანის გაზიარებაში

Volkswagen EOS

Hyundai Elantra მანქანის გაზიარებაში

Hyundai Elantra

Mitsubishi Outlander Sport მანქანის გაზიარებაში

Mitsubishi Outlander Sport

right arrow
left arrow

Minute + 0,67 GEL/km

საუკეთესოა ერთ საათზე ნაკლები ხანმოკლე მგზავრობისთვის

0.18 ₾/min

შესული გარბენი 0 km
ჯავშანი 0 ₾/20min
ელოდება 0.1 ₾
მოლოდინი 0.03 ₾
გადარბენი 0.67 ₾/for every km
სუპერ დაზღვევა 0.08 ₾
საწყისი ფასი 1 ₾

Hourly + 10 km

ტარიფი ქალაქში სამგზავროთ რამდენიმე საათით, შესაფერისია სერვისთან გასაცნობად.

16 ₾

შესული გარბენი 10 km
ჯავშანი 0 ₾/20min
ელოდება 0 ₾
მოლოდინი 0.03 ₾
გადარბენი 0.67 ₾/for every km
სუპერ დაზღვევა 2.5 ₾
საწყისი ფასი 1 ₾

Daily

მანქანის კომფორტული დაქირავება 24 საათით ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

100 ₾

შესული გარბენი 0 km
ჯავშანი 0 ₾/20min
ელოდება 0 ₾
მოლოდინი 0.03 ₾
გადარბენი 0.67 ₾/for every km
სუპერ დაზღვევა 25 ₾
საწყისი ფასი 1 ₾
ტარიფები ეფუძნება მრავალრიცხოვან ქალაქში მოგზაურობას და ყველაზე შესაფერისია ნებისმიერი დაგეგმილი მოგზაურობისთვის, იქნება ეს რამდენიმე წუთი სასურსათო მოგზაურობა, აეროპორტში საათიანი მოგზაურობა თუ ღირსშესანიშნაობების რამდენიმე დღე. ტარიფების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განაკვეთები.

ქალაქის პარკირების და საწვავის გადახდა არ გჭირდებათ!

vw jetta

ავტომობილის წუთობრივი დაქირავება საქართველოში


როგორ ავარჩიოთ კარშერინგის ტარიფი?

სერვისში არის 3 მოსახერხებელი ტარიფი: წუთობრივი, საათობრივი და დღიური. ყოველი ტარიფი შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მგზავრობებისთვის.



მოკლე მოგზაურობისთვის ან მინიმალური მანძილისთვის ირჩევთ წუთობრივ ტარიფს.



თუ გეგმავთ რამდენიმე ადგილას შესვლას, გზაში დალოდება ან უცხო გზებზე სიარული მოგიწევთ, საუკეთესო არჩევანი საათობრივი ტარიფი იქნება.



თუ დღის განმავლობაში 5-6 მგზავრობას გეგმავთ ან ავტომობილი ერთი-ორი დღით გჭირდებათ, მაშინ საუკეთესო არჩევანი დღიური აბონიმენტი იქნება.



როგორ ავირჩიოთ დასაქირავებლად კარშერინგის ავტომობილი?

ყველაფერი ძალიან მარტივია. გადადით აპლიკაციაში, რუკაზე ნაჩვენები იქნება ყველა თავისუფალი ავტომობილი.

  1. აირჩიეთ თქვენთან ყველაზე ახლო ავტომობილი.
  2. აირჩიეთ ავტომობილი კლასის და კომფორტის მიხედვით.
  3. მიაქციეთ ყურადღება ფასს: არის იაფი და ძვირი მოდელები.
  4. ყურადღება მიაქციეთ საწვავის ოდენობას, შორი მგზავრობისთვის აირჩიეთ ავტომობილი სავსე ავზით.
  5. იქირავეთ ის მოდელი რომელიც მოგწონთ. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მოდელებს გაეცნობით და აირჩევთ რომელი მანქანების მართვა მოგწონთ. შესანიშნავი გამოცდილებაა!


როგორ გადაიხადოთ მგზავრობები?

მანქანის დაქირავებისთის აუცილებელია აპლიკაციაში ბარათის დამატება.

გადახდა განხორციელდება მგზავრობის ბოლოს დამატებული ბარათიდან ან ნწილობრივ მოგზაურობის დროს.

აპლიკაციაში შეგიძლიათ ნახოთ ყველა ტარიფის და თქვენი მგზავრობების ფასები.



აირჩიე იაფი კარშერინგი საქართველოში მოგზაურობისთვის! იყავით თავისუფალი და მობილური Getmancar-თან ერთად!