რატომ ჯობია ბათუმში კლასიკურად მანქანის ქირაობას ქარშერინგის მანქანით სარგებლობა?
ქარშერინგი - მანქანის წუთობრივად ქირაობა საქართველოში, რაც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი დღიურად ავტომობილის ქირაობისან.
- ჩვეულებრივი ავტომობილის გაქირავებისგან განსხვავებით, ქარშერინგის მანქანის დაქირავება შეგიძლიათ ნახევარი დღით, რამდენიმე საათით, თუნდაც რამდენიმე წუთით. გადახდა ხდება წუთობრივად, საათობრივად ან დღიურად. ეს ძალიან მოსახერხებელია, თუ მანქანა გჭირდებათ არა მთელი დღით, არამედ მხოლოდ საქმეზე წასასვლელად ან 2-3 მგზავრობისთვის.
- საწვავი უფასოა. ამას ჩვეულებრივ დღიურ გაქირავებაში ვერ ნახავთ, მაგრამ ქარშერინგის არცერთ ტარიფში არ გიწევთ საწვავის გადახდა. თქვენ უკვე საწვავ ჩასხმულ მანქანას ქირაობთ, ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ, ხოლო თუ საწვავი დამთავრდება, შეძლებთ ჩვენს ხარჯზე ჩაასხათ.
- თქვენი სმარტფონი - ყველა მანქანის გასაღებია. თქვენ შეგიძლიათ მართოთ დაქირავება მობილური აპლიკაციით: ნახოთ თავისუფალი ავტომობილი, დაჯავშნოთ და გააღოთ, დააპაუზოთ ქირაობა და დაასრულოთ მგზავრობა. არ არის საჭირო მენეჯერებთან კონტაქტი და საბუთების შევსება, ყველაფერი დისტანციურად ხდება, გასაღები და საბუთები უკვე მანქანაშია.
- არ არის საჭირო მანქანის ოფისში დაბრუნება. შეგიძლიათ დაამთავროთ მგზავრობა კომფორტულ ზონებში ქალაქის მასშტაბით. უბრალოდ რუკაზე აირჩიეთ უახლოესი დასრულების ზონა და გააჩერეთ მანქანა.
- ჩვენ ვიცით, როგორ აფასებენ თავიანთ დროს ჩვენი კლიენტები, ამიტომ ქალაქის მუნიციპალური და ასევე ზონალური პარკინგი უკვე გადახდილია, თქვენ რომ დრო არ დახარჯოთ.
- ავტომობილის რემონტს, სერვისს, რეცხვას ასევე ჩვენს თავზე ვიღებთ. თუ საბურავი დაგეშვათ, უბრალოდ ისარგებლეთ სხვა მანქანით, ჩვენ შევაკეთებთ.
- არავითარი ქაღალდის ფული და სალაროები. მომსახურეობის დაფარვა ხდება ბანკის ბარათის მეშვეობით, რომელსაც აპლიკაციაში დაამატებთ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ტარიფების და ქარშერინგის დამატებითი ფუნქციების სრული ფასები.
- მანქანის ქირაობა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. თითქმის იგიევა როგორც პიცის შეკვეთა ან სკუტერის ქირაობა სმარტფონის მეშვეობით, ოღონდ უფრო მოსახერხებელი, სასიამოვნო და კომფორტული.
ვის გამოადგება ქარშერინგი ბათუმში?
სმარტფონის გამოყენებით მანქანის წუთობრივად, საათობრივად და დღიურად დაქირავება გამოგადგებათ თუ:
- მანქანა არ გყავთ, მაგრამ გაქვთ მართვის მოწმობა და გინდათ ქალაქში კომფორტულად და იაფად იაროთ.
- ეძებთ თქვენთვის მანქანას და ვერ ირჩევთ მოდელს. ქარშერინგი იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას გამოსცადოთ თანამედროვე მანქანების სხვადასხვა მოდელები.
- ბათუმში ჩამოდიხართ დასასვენებლად და არ გჭირდებათ მანქანა მუდმივად ან მთელი დღის განმავლობაში, არამედ მხოლოდ რამდენიმე მგზავრობისთვის ან რამდენიმე საათით.
- გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები და არ გსურთ დროის დაკარგვა დოკუმენტების შევსებაში კლასიკური მანქანის დაქირავებისას. ქარშერინგში რეგისტრაციას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
- თქვენი მანქანა რემონტდება, მაგრამ არ გსურთ უარი თქვათ მანქანით კომფორტულ მგზავრობაზე.
- გსურთ საჭესთან ყოფნა, ქალაქში სიარული და ავტობუსის განრიგზე დამოუკიდებლობა.
- ეძებთ ტაქსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ყოველდღიური გაქირავების ალტერნატივას.
- უბრალოდ სცადეთ სმარტფონის საშუალებით მანქანის ქირაობის პოპულარული სერვისი მთელ ევროპაში.
სცადეთ თანამედროვე მანქანის დაქირავება თქვენი სმარტფონის გამოყენებით და დაივიწყეთ ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი!