ქარშერინგი თბილისში კომპანია Getmancar-სგან
ქარშერინგი - ეს არის ავტომობილის წუთობრივი დაქირავების ახალი ფორმატი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ქარშერინგით თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ მანქანის დაქირავების ხანგრძლივი პროცესი თბილისში, ოფისში მისვლა და მენეჯერთან საუბარი.
Getmancar - ეს არის ერთერთი ყველაზე პოპულარული ქარშერინგის სერვისი თბილისში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საათობრივ ან წუთობრივ მანქანის დაქირავებას. იგი სთავაზობს მოხერხებულ და ხელმისაწვდომ ხერხს ქალაქში გადაადგილების, მათთვის ვისაც არ ყავს საკუთარი ტრანსპორტი ან დროებით მის გარეშე დარჩა.
ქარშერინგის ერთერთი მთავარი უპირატესობაა მისი მოქნილობა. მომხმარებელს შეუძლია დაიქირაოს მანქანა საჭირო დროს და დააბრუნოს იგი მისთვის ხელსაყრელ ადგილას.დასრულების ადგილები ქალაქის პოპულარულ ადგილებშია, მათი ნახვა წინასწარ შეგიძლიათ რუკაზე განაცხადში. ამის გარდა, ქარშერინგი უფრო იაფია ვიდრე ჩვეულებრივი მანქანის დაქირავება თბილისში, რადგან მომხმარებლები იხდიან მხოლოდ ავტომობილის რეალურად გამოყენების დროს. ხშირად წუთობრივი დაქირავება ტაქსზე ნაკლებიც კი ჯდება, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლმა მოითხოვა ორმაგი ტარიფი ან თუ თქვენი მგზავრობა საქალაქთაშორისოა.
Getmancar ასევე გთვაზობთ სხვადასხვა კლასის და მოდელის ავტომობილების ფართო არჩევანს, ამიტომ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ის, რომელიც შეესაბამება მის საჭიროებებს. დიდი საბარგულით, რათა სტუმრები წაიყვანოთ აეროპორტში ან , საშუალო სედანი ქალაქში კომფორტული მგზავრობისთვის. დაქირავების ღირებულება დამოკიდელი იქნება ავტომობილის კლასზე და ტარიფზე. ფასების ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში.
ვისთვის არის შესაფერისი ავტოგაზიარების სერვისი?
- მათთვის, ვისაც ავტომობილი სჭირდება არა მთელი დღით, არამედ მხოლოდ რამდენიმე საათით.
- ადამიანებს, რომლებსაც სურთ იმოძრაონ კომფორტულად საკუთარი ავტომობილის გარეშე.
- მოსახერხებელია ტრანსპორტის მფლობელებისთვის, რომლებიც დროებით დარჩნენ მანქანის გარეშე, რადგან დატოვებული ყავთ სარემონტოდ.
- მოგზაურთათვის, რომლებსაც არ სურთ ნახევარი დღის დახარჯვა საბუთების გაფორმებაზე და თბილისში მანქანის დაქირავებისთვის ოფისებში სიარულზე.
- მათთვის, ვისაც უყვარს ინოვაცია და თანამედროვე სერვისები, ვინც აფასებს საკუთარ დროს.
- მათთვის, ვისაც სურს გამოსცადოს სხვადასხვა მოდელები და ბრენდები, შეადაროს და აირჩიოს თავისი ფავორიტი.
- მათთვის, ვისაც უყვარს საჭესთნ ჯდომა და კომფორტულად გადაადგილება, დამოუკიდებლად.
- ყველას, ვისაც ჭირდება ავტომობილი ზედმეტი წვალებისა და დროის კარგვის გარეშე.
იმის მიუხედავად, გჭირდება მანქანა რამდენიმე საათით თუ რამდენიმე დღით, ქარშერინგი შეიძლება იყოს შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს მოხერხებულ და ხელმისაწვდომ გზას ქალაქში გადასაადგილებლად.
საწვავის უნდა გადავიხადოთ?
არა, საწვავი უკვე შედის დაქირავების ფასში, ამიტომ თქვენ არ გიწევთ მისი გადახდა. თუ თქვენ აიყვანეთ ავტომობილი ხანგრძლივი დროით და სავსე საწვავის ავზი არ გეყოთ, შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი საწვავის ბარათით, რომელიც გააქტიურდება ოპერატორთნ დაკავშირების შემდეგ.
თბილისში პარკირება ფასიანია?
დიახ, პარკირება ფასიანია, რასაც მძღოლი იხდის პირდაპირ პარკირების ადგილზე ჩასარიცხი აპარატიდან. ასევე შესაძლებელია პარკირების გადახდა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ვებ-გვერდი მხოლოდ ქართულ ენაზეა, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრაუზერის თარჯიმანი).
როგორ გავიგოთ, რომელი ტარიფია საჭირო: წუთობრივი, საათობრივი თუ დღიური?
ყველაფერი ძალიან მარტივია, იმისათვის, რათა მგზავრობა მაქსიმალურად მომგებიანი იყოს, ხანმოკლე 30-40 წუთიანი მგზავრობისთვის გამოიყენეთ წუთობრივი ტარიფი. მრავალჯერადი მგზავრობისთვის ან თუ გიწევთ გზაზე ლოდინი,აიღეთ საათობრივი ტარიფი. თუ თქვენ გეგმავთ საქალაქთაშორისო ან მთელი დღით მგზავრობას, მაშინ დღიური ტარიფი საუკეთესო არჩევანია.
რომელ ენაზეა შესაძლებელი აპლიკაციის გამოყენება?
მობილური აპლიკაცია მოსახერხებელი იქნება როგორც ქართველებისთვს, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის, რადგან სერვისი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.