main logo
Home
ბლოგი
საქართველოში პოპულარული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოში

საქართველოში პოპულარული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

სტატიის შინაარსი

  1. დაქირავებული მანქანა
  2. როგორ ჩავიდეთ თბილისიდან ბათუმში, ქუთაისში, ურეკში, ქობულეთში და უკან
  3. ავტოსადგურების და ვაგზლების GPS კოორდინატები „Google“ რუკაზე.

საქართველო მოგზაურებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს — შავი ზღვის სანაპიროდან თოვლიანი მთებისკენ, ხმაურიანი ქალაქებიდან წყნარ სოფლებამდე. გადაადგილება შესაძლებელია სხვადასხვა გზით: საქალაქთაშორისო ავტობუსები და მარშრუტკები მოიცავს უმეტეს მიმართულებებს დაბალ ფასად, მატარებლები კომფორტულია დიდი ქალაქებს შორის, ხოლო ტაქსი მოსახერხებელია მოკლე დისტანციებზე.

ამ სტატიაში განვიხილავთ საქართველოში ძირითად ქალქებს შორის გადაადგილებას, სადაც ჩამოდიან ან ჩამოფრინდებიან ტურისტები, კერძოთ: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თავისთავად სანაპიროს ქალაქებიც ითვლება: ქობულეთი, ურეკი.

ყველა ფასი მოცემულია 2025 წლის ივლისის მდგომარეობით. დოლარის კურსი დაახლოებით 2.6 ლარია. ამ სტატიაში არ განვიხილავთ: ავტოგაქირავებას, ტრანსფერს, მეგობრების და ტაქსისტების მომსახურებას, საცხენოსნო ტრანსპორტს, თვითმფრინავებს, მხოლოდ საზოგადოებრივ სახმელეთო ტრანსპორტს: „მიკროავტობუსებს“, ავტობუსებს, მატარებლებს. ყურადღება, ფასები შეიძლება ცოტათი განსხვავდებოდეს, რადგან კომპანიებს მათი შეცვლა შეუძლიათ. ჩვენ ფასების გარანტია არ ვართ, უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით.

დაქირავებული მანქანა

საქართველოში მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა — Getmancar-ის მანქანის დაქირავება. Unlike public transport, ის გაძლევთ სრულ თავისუფლებას: თავად ირჩევთ მარშრუტს, არ ხართ დამოკიდებული გრაფიკზე და შეგიძლიათ გაჩერდეთ ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო ადგილას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მთებში, ღვინის რეგიონებსა და ნაკლებად ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან მოგზაურობისას.

ასეთი სერვისების, როგორიცაა Getmancar, დახმარებით, თბილისში ავტომობილის გაქირავება მარტივია: უბრალოდ ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, აირჩიეთ მანქანის კლასი და დაიწყეთ მოგზაურობა. თბილისი იდეალური საწყისია ქვეყნის მასშტაბით ავტო-მოგზაურობისთვის.

თუ დასასვენებლად ზღვისპირეთში მიემგზავრებით, საუკეთესო ვარიანტია ავტომობილის გაქირავება ბათუმში — ეს გაძლევთ შესაძლებლობას, მოინახულოთ სანაპირო ქალაქები, აჭარის მთიანი რეგიონები და გაემგზავროთ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

ცენტრალურ საქართველოში ჩასვლისას, განიხილეთ ავტომობილის ქირაობა ქუთაისში — ამ ქალაქიდან მარტივად შეგიძლიათ იმოგზაუროთ იმერეთში, სვანეთში და რაჭაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხშირად არ დადის.

ავტომობილის ქირაობის უპირატესობები:

  • კომფორტი გზაში და კონდიციონერი სიცხეში;
     
  • თავისუფალი მარშრუტი, დამოუკიდებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან;
     
  • წვდომა ადგილებზე, სადაც ავტობუსი ან მატარებელი ვერ მიდის.
     

გაითვალისწინეთ: ავტომობილის მართვა საქართველოში მოითხოვს სიფრთხილეს, საგზაო წესების ცოდნას და ადგილობრივ მართვის სტილზე ადაპტირებას. დაგეგმეთ საწვავისა და პარკინგის ხარჯებიც. მიუხედავად ამისა, დაქირავებული ავტომობილი საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს საქართველო სრული თავისუფლებით აღმოაჩინოს.

როგორ ჩავიდეთ თბილისიდან ბათუმში, ქუთაისში, ურეკში, ქობულეთში და უკან

თბილისი - ბათუმის გზა შედის უკერში და ქობულეთში, ასევე ქუთაისი, უბრალოთ უთხარით მძღოლს და შემოვლითი გზით არ წავა.

მიკროავტობუსით თბილისიდან

დიდუბის ვაგზლიდან ან კრინიგზის სადგურიდან - რკინიგზის სადგულის უკან. ბათუმიდან თბილისში, ავტოვაგზლიდან ან მიკროავტობუსით ფუნიკულიორიდან, ჩავჭავაძეს ქუჩის ქვემოთ.

პირობები:

  • ავტომობილი - მერსედეს სპრინტერი
  • კონდენციონერი - შეიძლება არ ქონდეს
  • დრო გზაში - დაახლოებით 7 საათი
  • სავარძლის კომფორტი - ნაკლებად კომფორტული
  • გზაში შესვენებები - 1 ნახევარი საათით, გზის შუაში - სოფლის ტიპის კაფე მაღალი ფასებით და ფასიანი ტუალეტით
  • მგზავრობის ფასი - 40 ლარი (თბილისი-ბათუმი ან უკან), თუ თბილისი-ქუთაისი ან ბათუმი-ქუთაისი, ფასი 20 ლარი
  • სიხშირე - ყოველ 15 წუთში თბილისში დიდუბიდან ან ბათუმის ავტოვაგზლიდან, თუ მიდიხართ ბათუმის ფუნიკულიორიდან ან თბილისის რკინიგზის სადგურიდან, შევსების დრო შესაძლოა გაიწელოს 20 წუთიდან 1 საათამდე (გააჩნია საათს)
  • განრიგი - არ არის მაგრამ დილის 5 საათიდან ღამის 12 საათამე დადიან
  • დადებითი - დადიან ყოველ 15 წუთში, სწრაფად ივსება, ბათუმის ფუნიკულიორის გარდა (იქ მეტი დრო უნდა), ადგილი ყოველთვისა, წასვლა შეიძება
  • უარყოფითი - ცხელა, გიჟური რბოლები მთის გზებზე და რამდენიც არ უნდა იყვიროთ „ნელა-ნელა“, არ დაგეხმარებათ. ვისაც შაკიკი აწუხებს ჯობს თავი შეიკავოს, მაგრამ სეზონის პიკში ეს შესაძლოა ერთადერთი ალტერნატივა იყოს, რადგან ყველა დანარჩენ ტრანსპორტზე ბილეთები გაყიდულია.

პატარა სამარშუტოებით, მერსედეს ვიტოს ტიპის

თბილისში დგანან დიდუბეში, ბენზინგასამართ სადგურთან ან კიოსკებთან, ბათუმში ფუნიკულიორთან. ბათუმიდან დადიან რიგითობით, ხოლო თბილისში ეს ცალკე კატეგორიაა.

პირობები:

  • ავტომობილი - მერსედეს ვიტო, ვიანო
  • კონდენციონერი - ხანდახან არის
  • დრო გზაში - დაახლოებით 7 საათი
  • სავარძლის კომფორტი - უფრო კომფორტულია ვიდრე სპრინტერი
  • გზაში შესვენებები - 1 ნახევარი საათით, გზის შუაში - სოფლის ტიპის კაფე მაღალი ფასებით და ფასიანი ტუალეტით
  • მგზავრობის ფასი - 35 ლარი (თბილისი-ბათუმი ან უკან), თბილისი - ქუთაისის მარშრუტზე შეიძლება არც მიგიღონ და, გაგიშვებენ სხვა ახლომდებარე მანქანასთან. თბილისი ან ბათუმის თანხა ქუთაისამდე - 20 ლარი.
  • სიხშირე - როგორც გამოვა, შეიძლება 15 წუთსი გასვლა, შეიძება 2 საათი ლოდინი, რადგან მანქანა იქნება კონდენციონერით, რომელიც 5 ლარით ძვირია სპრინტერზე, ანუ 40 ლარი და არა 35. საკმაოდ კარგი მანქანებია.
  • განრიგი - არ არის მაგრამ დილის 5 საათიდან ღამის 12 საათამე დადიან
  • დადებითი - ყოველთვის შეიძლება წასვლა, შეიძლება კარგ ვიტოში მოხვედრა კონდენციონერით და კომფორტული სალონით, ნაკლები გაჩერებები სოფლებში და სანაპირო ქალაქებში, რადგან მანქანაში ნაკლები ხალხია. სავარძლები და ფეხებისთვის სივრცე სპრინტერზე კომფორტულია.
  • უარყოფითი - თუ არ არის კონდენციონერი, მრბოლელი მძღოლია, ყველა უარყოფითი რაც არის სპრინტერში ვიტოშიც იგრძნობთ, ერთადერთი პლიუსი იქნება, ცოტათი უფრო კომფორტული ჯდომა.

კონდენციონერიანი ავტობუსით.

თურქულმა კომპანიამ დიდი ავტობუსები გაუშვა თბილისიდან ბათუმში. ყველა ავტობუსი კომფორტულია

პირობები:

  • ავტომობილი - ავტობუსი მერსედესი, ნეოპლანი
  • კონდენციონერი - არის
  • დრო გზაში - სადღაც 7-8 საათი
  • სავარძლის კომფორტი - „მიკროავტობუსზე“ კომფორტული, კონდენციონერი არის, უფასო ჩაი და ყავა, მინერალური წყალი, ტელევიზორი, რადიო ყველა სკამზე - თუმცა ყოველთვის არ მუშაობს ან ფილმი მხოლოდ თურქულ ენაზე, ცუდი ყურსასმენები, თუ გაგიმართლებს არის 3G, მაგრამ შესაძლოა ცუდი წვდომა ქონდეს და ვერ დაკავშირდებით.
  • გზაში შესვენება - 1 ნახევარი საათით, გზის შუაში - კაფე სამარშუტოებზე უკეთესია, მაგრამ ფასები მაღალია, ფასიანი ტუალეტი კაფეში.
  • მგზავრობის ფასი - 35 ლარი (თბილისი-ბათუმი ან უკან), თბილისი-ქუთაისი - 20 ლარი, გააფრთხილეთ მძღოლი, მაგრამ მაინც ყურადღებით, რამოდენიმეჯერ ყოფილა რომ უფრო შორს წაუყვანიათ, თუ ადგილობრივი არ ხართ ორიენტირება რთულია, იქიდან დაბრუნება სადაც წაგიყვანენ - ქართულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
  • სიხშირე - ყოველ 2 საათში, სეზონზე დამატებითი ავტობუსებიცაა
  • განრიგი - არის, დადიან დილის 5 საათიდან ღამის 12 საათამდე, ყოველ 2 საათში, ბილეთები უკეთესია წინასწარ შეიძინოთ
  • დადებითი - კომფორტული სავარძლები, სამარშუტოებზე უკეთესი, კონდენციონერი, ფილმები, სასმელები, დიდი ავტობუსის კომფორტი და არა პატარა „მიკროავტობუსის“
  • უარყოფითი - ბილეთები შეიძლება არ იყოს, თუ ბოლომდე არ მიდიხართ, შეიძლება დაავიწყდეთ სად ჩამოგსვან და იქიდან როგორ მიხვალთ გაურკვეველია. გაჩერებები თბილისიდან ბათუმამდე. თუ ჩახვედით ბათუმში ღამე, მაშინ ტაქსით აგრძელებთ მგზავრობას. ადრე დადიოდნენ დამატებითი ავტობუსები ქალაქში, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა 24 საათზე უბრალოთ თქვეს, ასეთი ავტობუსი არაა - ფეხით მიდით ან დილის 07 საათს დაელოდეთ, ჯობია 3-4 კმ ფეხით ვიდრე 24 დან დილის 07-მდე ლოდინი.

კომფორტული მატარებელი კონდენციონერით

პირობები:

  • ავტომობილი - მატარებელი კონდენციონერით და კომფორტული სავარძლებით. ექსპრესი
  • კონდენციონერი - არის
  • დრო გზაში - დაახლოებით 6 საათი
  • სავარძლის კომფორტი - მატარებელი, არავინ არ ასწრებს, არ ანჯღრევს და უღელტეხილებზე არ აქანავებს, იჯექით უსმინეთ მუსიკას, უყურეთ პლანშეტს, არის 3G, მაგრამ ცუდად იჭერს და არ კავშირდება
  • გაჩერება გზაში - მხოლოდ ის რაც გრაფიკშია, არავითარი ხელის დაქნევა
  • მგზავრობის ფასი - 45 ლარი (თბილისი-ბათუმი ან უკან), ყველა პატარა ქალაქში ვერ ჩამოხვალთ
  • სიხშირე - ერთი მატარებელი დილით და ერთი საღამოს
  • განრიგი - არის, გადიან დილის 05 ან 06 საათიდან და მეორე 17:00, ბილეთები ჯობია წინასწარ შეიძინოთ
  • დადებითი - კომფორტული სავარძლები, მიკროავტობუსზე და ავტობუსზე უკეთესი, კონდენციონერი, არავის არ ანჯღრევს და არ აქანავებს უღელტეხილებზე
  • უარყოფითი - ბილეთები შეიძლება არ იყოს, პირველ რიგში ამას ყიდულობენ, თუ ბოლომდე არ მიყვებით, შეიძლება სამარშუტოთი მოგიწიოთ მისვლა

ღამის მატარებელი კონდენციონერით და საძინებლით

პირობები:

  • კონდენციონერი - არის
  • დრო გზაში - 6–7 საათი
  • სავარძლის კომფორტი - მატარებელი, არავინ არ ასწრებს, არ ანჯღრევს და უღელტეხილებზე არ აქანავებს, შესაძლებელია მგზავრობისას ძილი, ღამით მგზავრობა, რაც კომფორტულია თუ დღისით ექსკურსიებზე დარბოდით.
  • გაჩერება გზაში - მხოლოდ ის რაც გრაფიკშია, არავითარი ხელის დაქნევა
  • მგზავრობის ფასი - 70 ლარი კუპე (თბილისი-ბათუმი ან უკან), ყველა პატარა ქალაქში ვერ ჩამოხვალთ
  • სიხშირე - ერთი ღამის მატარებელი
  • განრიგი - არის, დადიან 20 ან 21 საათიდან დილამდე
  • დადებითი - კომფორტული საძინებლები, რა თქმა უნდა იმათ გარდა ვინც მატარებელში ვერ იძინებს, მიკროავტობუსზე და ავტობუსზე უკეთესი, კონდეციონერი, არავის ანჯღრევს და აქანავებს უღელტეხილზე
  • უარყოფითი - ბილეთები შეიძლება არ იყოს, პირველ რიგში ამას ყიდულობენ, თუ ბოლომდე არ მიყვებით, შეიძლება სამარშუტოთი მოგიწიოთ მისვლა

ჩვენ მოგაწოდეთ მიახლოებითი ჩამონათვალი თუ როგორ იმგზავროთ ძირითად ქალაქებს შორის, თუ გაქვთ კითხვები ან შემოთავაზებები - გთხოვთ ჩვენ გამოგვიგზავნეთ, სხვა სტატიებში გავაშუქებთ ჩვენს საიტზე. ჩვენ საიტს თქვენთვის ვაკეთებთ და გვსურს რომ იყოს საინტერესო არა მხოლოდ ავტოგაქირავების კუთხით. ჩვენი მთავარი მიზანი თქვენ ხართ და თქვენი კომფორტი, ჩვენ არ ვართ პოზიციით - არ შეუკვეთე ჩვენთან - მიბრძანდი. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგვიხარდება თქვენი კითხვები და შემოთავაზებები, რომლებიც შეგვეძლება შევისწავლოთ და დეტალურად განვიხილოთ.

ავტოსადგურების და ვაგზლების GPS კოორდინატები „Google“ რუკაზე.

  1. დიდუბეს ვაგზალი თბილისში - 41.751271,44.778602
  2. ვიტოს და მსგავსი მიკროავტობუსების ავტოსადგური დიდუბესთან (2 ადგილი) - 41.752457, 44.778425 Gulf ბენზინგასამართ სადგურთან, მიკროავტობუსების სადგომთან - 41.749181, 44.778024
  3. თბილისის რკინიგზის სადგური - 41.721142, 44.799205, ვაგზლის მოედანი
  4. მიკროავტობუსების გაჩერება რკინიგზის სადგურთან თბილისში - 41.721895, 44.799033
  5. რკინიგზის სადგური ბათუმში - 41.659298, 41.677964
  6. რკინიგზის საკასოები ბათუმში (ბილეთის ყიდვა ქალაქში) - 41.652109, 41.640384 ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქ. 1
  7. გაჩერება ფუნიკულიორთან ბათუმში - 41.646807, 41.645486 გოგებაშვილის ქ. ბათუმი
  8. ბათუმის ავტოვაგზალი - 41.643701, 41.650498, მაიაკოვსკის ქ. ბათუმი
  9. თბილისი „მეტროს“ ავტობუსების ავტოვაგზალი - 41.675206,44.834609
  10. ბათუმი „მეტროს“ ავტობუსების ავტოვაგზალი - 41.643374, 41.669409 გოგოლის ქ. ბათუმი
#lifehacks 05.02.2025
განახლებულია 11.07.2025

Similar articles

საგზაო ჯარიმები და პარკინგი საქართველოში

საგზაო ჯარიმები და პარკინგი საქართველოში

ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის და პარკინგის წესები საქართველოში. როგორ გადაიხადოთ, რა გადაიხადოთ, სად გადაიხადოთ. იგრძენით თავი თავდაჯერებულად საქართველოს გზებზე.

#lifehacks 16.02.2025
ტრანსპორტი საქართველოში: რას უნდა იცნობდეთ

ტრანსპორტი საქართველოში: რას უნდა იცნობდეთ

აღმოაჩინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვარიანტები და პრაქტიკული რჩევები თქვენი მოგზაურობისთვის საქართველოში. იყავით მზად თქვენი თავგადასავლისთვის და იმოგზაურეთ თავდაჯერებულად!

#lifehacks 16.02.2025
ერთდღიანი ტური თბილისიდან ყაზბეგში

ერთდღიანი ტური თბილისიდან ყაზბეგში

გაემგზავრეთ ერთდღიან მოგზაურობაში თბილისიდან ყაზბეგში სამხედრო-სამხედრო გზით. ეწვიეთ წმინდა სამების ტაძარს, ანანურის ციხეს და დევდორაკის მყინვარს.

#lifehacks 17.02.2025